English
AR CITIES X SKILLWILL

არტისტები

DATE & TIME
21 September 2024 | 12:07
LOCATION

AR Cities პირველი გამოფენა 3 ოქტომბერს, სქილვილის სივრცეში ღია კარის დღეს დაიწყება.

გამოფენაში მონაწილეობს ქართველი და უცხოელი ხუთი ხელოვანი, რომელთა AR სკულპტურები განთავსდება სქილვილის სტუდენტებისთვის და ვიზიტორებისთვის.


გამოფენაში მონაწილე ხელოვანები:

ნინო ბოსიკაშვილი
BIIMO
IMNOT
IVAN HUGO
FORADECOMPASSO


AR Cities შესახებ:

AR Cities მიზნად ისახავს შექმნას იმერსიული ხელოვნების გამოცდილება, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ და ციფრულ სამყაროს ქუჩებსა და ღია სივრცეებში.

ექსპერიმენტული ციფრული გამოფენების სერია სათავეს იღებს 2023 წლიდან, სადაც ქართველი და უცხოელი ხელოვანები წარადგენენ 3D/AR სკულპტურებს, მოძრავ გრაფიკას, აუდიოი ნსტალაციებს.

Street gallery-ს შესახებ:

Street Gallery არის პლატფორმა, რომელიც უპირისპირდება გალერეის ტრადიციულ კონცეფციას და ქმნის ალტერნატიულ საგამოფენო სივრცეებს სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში. გალერეას შეხვდებით ღია სივრცეებსა და ქუჩებში, რომელიც უფასო და ხელმისაწვდომია ყველასთვის.

SKILLWILL-ის შესახებ:

სქილვილი არის პირველი ყველაზე მასშტაბური ნეო უნივერსიტეტი რეგიონში, რომელიც 2018 წლიდან აქტიურად არის ჩართული ციფრული განათლების სფეროში და სწავლების ინოვაციური მეთოდებით ზრდის მომავლის პროფესიონალებს.

თარიღი: 3 ოქტომბერი
დასაწყისი: 18:00 საათი

მისამართი: თბილისი, მიხეილ თამარაშვილის 13

Shopping Cart

Your cart is currently empty

Return to shop