პროტესტების შუაგულში დაჭერილი კადრები ძლიერი ხმაა მათთვის, ვისი უფლებებიც ირღვევა, ვისი თავისუფლებაც საფრთხეშია და ვისი ხმებიც ჩახშულია.
ფოტოგამოფენა მოგითხრობთ ადამიანების ემოციურ შეუპოვრობაზე უსამართლობისა და სისტემური ჩაგვრის წინაშე, სადაც პირადი და კოლექტიური ბრძოლები ყოველდღიური რეალობაა. ფოტოებში აღბეჭდილი ისტორიები შეგვახსენებს, რომ წინააღმდეგობა არის უწყვეტი პროცესი, რომელიც მოითხოვს გამბედაობას, თანადგომას და არჩევანის სიმტკიცეს.
გამოფენაზე თქვენ ნახავთ ქალებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც იბრძვიან არჩევანის თავისუფლებისთვის და გაბედულად უპირისპირდებიან პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მათი უფლებების მანიპულირებით ძალაუფლებისა და გავლენის გაფართოებას ცდილობენ. თქვენ ასევე ნახავთ, როგორ ეწინააღმდეგებიან თურქი აქტივისტები რეჟიმს, რომელიც ყოველდღიურად უფრო სასტიკი და დაუნდობელი ხდება, ან რა მეთოდებს იყენებენ მთავრობები აქციის მონაწილეების ამოსაცნობად. გამოფენის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მიერ თვითორგანიზებულ საპროტესტო აქციების ისტორიებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მედია თავისუფლების და ოკუპაციის წინააღმდეგ.
ინფორმაცია გამოფენაზე წარმოდგენილი ავტორების შესახებ:
ლესლი სპერლოკ | ამერიკის შეერთებული შტატები.
Zuma Press-ის ფოტოჟურნალისტი, ფოტოგრაფი, ქარიშხლების მდევარი და ჰუმანიტარული აქტივისტი, ლესლი სპერლოგი, 21 წელზე მეტია აღბეჭდავს და აშუქებს მსოფლიოს მნიშვნელოვან მოვლენებს.
მისი კარიერა 2004 წელს დაიწყო, როდესაც ჰაიტიზე კარნავალის გადასაღებად ჩავიდა. თუმცა, ქვეყანაში მომხდარი ამბოხის გამო, აზრი შეიცვალა და ბოლოს სამი კვირა იცხოვრა სამხედროებთან ერთად, რომლებმაც პრეზიდენტი ჟან-ბერტრან არისტიდი გადააყენეს. მას შემდეგ ლესლი ოთხჯერ დაბრუნდა ჰაიტიში, მათ შორის, ტროპიკული ქარიშხალი Jeanne-ის გასაშუქებლად, რომელმაც 3000 ადამიანი იმსხვერპლა. ასე გახდა ლესლი ქარიშხლების მდევარი ფოტოჟურნალისტი, რომელსაც აღბეჭდილი აქვს კატრინას, რიტას, ჰარვის, ლორას, იდას და დელტას დამანგრეველი შედეგები.
ლესლის გადაღებული აქვს ამერიკის ისტორიის 20 მდე საპროტესტო აქცია, მათ შორის Black Lives Matter. მისი ფოტოები გამოქვეყნებული იყო ისეთ ცნობილ ჟურნალებში და გამოცემებში, როგორიც არის Time, Wall Street Journal, Mother Jones, NY Post, The Guardian, Der Spiegel, Miami Herald, Austin American Statesman, Daily Mail, ABC, CNN, Yahoo და მრავალი სხვა.
ლარი ჰოუფველ | მერიკის შეერთებული შტატები.
ლარი ჰოუფველი დაიბადა შუა დასავლეთის პატარა ქალაქ ვაშინგტონში, ინდიანაში. 1969 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ინდიანაპოლისის ჰერონის ხელოვნების სკოლაში, სადაც სწავლობდა და პრაქტიკას გადიოდა ისეთ მედიუმებში როგორებიცაა ლითოგრაფია, ფერწერა და ფოტოგრაფია. ჰერონში ორი წლის სწავლის შემდეგ, ის გადავიდა ჩიკაგოში და შექმნა საკუთარი სტუდია ფერწერისა და ფოტოგრაფიისთვის. 1977 წელს ლარი გადავიდა ნიუ-კანანში, კონექტიკუტი, სადაც მუშაობდა ცნობილი ფოტოგრაფის ალან მიტჩელის ასისტენტად.
1984 წელს, ჯორჯიის შტატის ქალაქ ათენში გადასვლის შემდეგ, ჯორჯიის უნივერსიტეტის ხელოვნების პროფესორის ენდი ნასისის რჩევით, ჩაირიცხა ლამარ დოდდის ხელოვნების სკოლაში, სადაც მიიღო სახვითი ხელოვნების ბაკალავრის წოდება, შემდეგ კი, მაგისტის წოდება კრენბრუკის ხელოვნების აკადემიაში, ბლუმფილდ ჰილზში, მიჩიგანში.
დღეს ის მეუღლესთან, ჯუდთან ერთად ცხოვრობს პატარა სოფლის თემში, ქალაქ ათენის მახლობლად, სადაც დაკავებულები არიან 135 წლის ფერმის აღდგენით. ლარი აგრძელებს ხელოვნების შექმნას სხვადასხვა მედიუმში, მათ შორის ციფრული კოლაჟისა და ფოტოგრაფიის ჩათვლით.
მისი ნამუშევრები გამოფენილია ლონდონში, ნიუ-იორკში, ტორონტოში, სეულში, ჩიკაგოში, ატლანტაში, ლისაბონში, ბალიში, ბრიუსელში. გამოქვეყნებულია Art Share Magazine, NFA Magazine, Aguilar Art and NFT Magazine (2nd Anniversary Special Edition), DAM magazine.
გამორჩეული კოლექციები: Cozomo de' Medici Emerging Artists (2023), Blake Wood, Hunter Weiss, Arcanic.
BIIMO | საქართველო.
BIIMO არის ანონიმური ქუჩის არტისტი და აქტივისტი, რომელიც იყენებს სხვადასხვა მედიუმებს სოციალური განცხადების და პროტესტის დასაფიქსირებლად. პროვოკაციული ინსტალაციებით ცნობილი, BIIMO-ს ნამუშევრები ურბანულ ლანდშაფტებს გარდაქმნის მგრძნობიარე ნარატივებად, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ.
ქუჩის ხელოვნების ინსტალაციებიდან ციფრულ ქანდაკებებსა და NFT-მდე, BIIMO ცნობილია მრავალდისციპლინარული მიდგომით. მისი ნამუშევრები ასევე იკვლევს ხელოვნების და ციფრული სამყაროს გადაკვეთებს.
BIIMO-ს ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია „მარიონეტების სახლი, 2021“ - ინსტალაცია საქართველოს პარლამენტის შენობაზე. 2021 წელს დემონსტრანტები მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრის გადადგომას, რომელმაც, თავისი განცხადებებით ლგბტქ+ პირების წინააღმდეგ, გამოიწვია რადიკალური ჯგუფების ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე. შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი, ერთი მათგანი კი, ტრაგიკულად დაიღუპა. BIIMO-მ ამ ინსტალაციით კიდევ ერთხელ დააფიქსირა სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკა ლგბტქ+ ადამიანების მიმართ და პარლამენტის წევრების მარიონეტული, კონფორმისტული და შერჩევითი დამოკიდებულება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
BIIMO-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარია „ДЕТИ“ („ბავშვები“), რომელიც მან, არტისტ ლევან ამაშუკელთან ერთად, ვენეციის ბიენალეს რუსულ პავილიონზე განათავსა. AR ინსტალაცია მიეძღვნა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 2022 წლის 16 მარტს, მარიუპოლის დრამატულ თეატრზე მიტანილი საავიაციო იერიშის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნას.
გამორჩეული გამოფენები:
IHAM gallery Paris – 14 Oct 2023
Berlin, AR Cities, Nov 2023
Vienna, AR Cities, Dec 2023
Theatre Factory 42 – Sep 2023
SXSW 2022 – Metaverse Gallery, Mar 14 – 18, 2022
AR Installation La Biennale di Venezia – Aug 2022
Augmented Reality exhibition – New York, Times Square, Oct 1, 2021
NFT CRACKER event – LONDON by Ethereal Collective & NFTUK. Dec 8, 2021
Contemporary Art Space – Batumi, Nov 19 – 25, 2021
დავით საგატელოვ | საქართველო.
დავით საგატელოვი წარმატებული ქართველი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი აღიარება დაიმსახურა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სცენაზე. მისი ფოტოგრაფიული წინსვლა 2016 წელს Agora Awards-ზე დაიწყო, შემდეგ იყო 2018 წელს, Eyeem Awards-ი. 2024 წლის Kolga Tbilisi Photo Award-ზე მობილური ქუჩის ფოტოგრაფიის ფინალისტებს შორის დასახელდა, ხოლო 2024 წელს Photopolis Parenthoods 2024 და CIP Festival Street Photography-ის გამარჯვებული გახდა.
მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო Holoseum & Invisible Hand-ის გამოფენაზე 2023 წელს და ისეთ წარმოდგენილი ცნობილ პლატფორმებზე, როგორიცაა Hello Blog TBC და 500px. მისი ნამუშევრები ასევე გამოყენებული იყო იგი ჟურნალებსა და გამოცემებში, მათ შორის Georgian Journal, Elle Italia, Business Mirror, National Geographic Georgia.
მანანა ქველიაშვილი | საქართველო.
მანანა ქველიაშვილი არის გამოცემა „ბათუმელების“ მულტიმედია რეპორტიორი და დოკუმენტალისტი, ბეჭდურ და ონლაინ მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებით. დამთავრებული აქვს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სხვადასხვა დროს იყო გაზეთ „ახალი გაზეთის“ და მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის რეპორტიორი. 2012 წლიდან მუშაობს ინტერნეტ-გამოცემებში „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“.
როგორც მედია-აქტივისტი, 2020 წელს გახდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ ჩატარებული კონკურსის „ადამიანის უფლებათა ტიტა 2020“-ის გამარჯვებული. მანანა ასევე არის ორგანიზაცია - „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველო-ს” (WECF Georgia) მიერ „მედია თანასწორობისთვის 2022" ჯილდოს მფლობელი კატეგორიაში „საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი", ემიგრანტ ქალებზე მომზადებული დოკუმენტური ფილმისთვის „ცხოვრება სხვაგან, სხვებისთვის“.
გიორქემ ქესარ | თურქრთი.
გიორქემ ქესერი არის ფოტოგრაფი თურქეთიდან, მედია და კომუნიკაციის სფეროში მიღებული განათლებით. მისი ინტერესი ფოტოჟურნალისტიკის მიმართ გაჩნდა სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტში სწავლის ბოლო წელს, სადაც მუშაობდა ამ სფეროში სპეციალიზებულ პროფესორებთან. ათ წელზე მეტია, რაც ქესარი თურქეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ფოტოებზე აღბეჭდავს და აშუქებს. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ მედიაში და გამოიფინება სხვადასხვა გალერეებში.
მათუ მეგლან | შრი ლანკა.
მათუ მეგალანი არის ქუჩის ფოტოგრაფი და მთხრობელი შრი-ლანკადან. ბოლო ექვსი წელია ის იღებს და აზიარებს ისტორიებს საკუთარი კულტურისა და ხალხის შესახებ.
მისი ფოტოები წარმოდგენილია სხვადასხვა გამოფენებსა და პუბლიკაციებში შრი-ლანკაში. საერთაშორისო სცენაზე, მათუ მეგლანის ნამუშევრები Web3-ის ფორმატში გამოფენილი იყო ონტარიოში, კალიფორნიაში, პაკისტანში, ინდონეზიაში და ტაივანში.
ნინო ჭელიძე | საქართველო.
ნინო ჭელიძე ქართველი ფოტოჟურნალისტია 15 წლიანი გამოცდილებით, რომელიც ძირითადად ქუჩის და რეპორტაჟულ ფოტოგრაფიაზე მუშაობს. 2019 წლიდან ის ფოტოგრაფიასაც ასწავლის და ვიზუალური თხრობის საკუთარი გამოცდილების გაზიარებას ცდილობს. 2023 წელს ის აქტიურად იყო ჩართული პროექტებში, რომლებიც სხვადასხვა აუდიტორიისთვის, მათ შორის პრობაციონერებისთვისა და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვებისთვის, ფოტოხელოვნების სწავლებას მოიცავდა.
მისი ნამუშევრები არა მხოლოდ ურბანული ცხოვრების მომენტებს ასახავს, არამედ სიღრმისეულად ეხება თითოეული ფოტოს მიღმა არსებულ ადამიანებსა და ისტორიებს. მასწავლებლობით ნინო თავის ხელოვნებას იმ ადამიანებს უზიარებს, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველნი არიან, ფოტოგრაფიას კი აქცევს კავშირის დამყარებისა და თვითაღმოჩენის საშუალებად.
ვიოლეტ ფორესტ | მერიკის შეერთებული შტატები.
მაიამიში დაბადებული და გაზრდილი ვიოლეტა ლოპესი, ვიოლეტ ფორესტის სახელით ცნობილი, არის მხატვარი, რომელიც შემოქმედებითად აერთიანებს ხელოვნებას და ტექნოლოგიას. მას აქვს ბაკალავრის ხარისხი ხელოვნებაში ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან (2012), სადაც სწავლობდა კინო ფოტოგრაფიას, ფოტოწიგნების მიმართულებას და ექსპერიმენტული ვიდეოების ხელოვნებას. მისი გამორჩეული საბაკალავრო პროექტი იყო ვიკის პროექტი (2011), მისი დის ფოტო ესე.
ვიოლეტი ასევე ფლობ მაგისტრის ხარისხს (MFA) ხელოვნებასა და ტექნოლოგიაში ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტის სკოლაში (2016). ის იყო Cybertwee კოლექტივის წევრი, ცნობილი პროექტით Cybertwee Bakesale, რომელიც იკვლევს კვეთებს ფემინურობას, ტექნოლოგიებსა და განათლებას შორის.
სწავლის შემდეგ, იგი მუშაობდა ფრონტ-ენდის და Unity-ის მიმართულებით ჩიკაგოში და მუშაობდა UX დიზაინის ტექნოლოგად Volkswagen Future Center Europe-ში ბერლინში (2018-2020). პარიზში ფელოუშიპის დასრულების შემდეგ, 2021 წელს ამერიკაში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო NFT ხელოვნების მიმართულებით.
ამჟამად სრულად არის ჩართული ციფრული შემოქმედების მიმართულებით Hicetnunc-ზე, Foundation-სა და FxHash-ზე. მისი ნამუშევრები, რომელიც მოიცავს ვებ არტს, თამაშებს/ვირტუალურ რეალობას და GAN ხელოვნებას, გამოფენილი იყო ბირმინგემის ღია მედიაში (დიდი ბრიტანეთი) და ბერლინის ტრანსმედიალის ფესტივალზე.
Street Gallery-ს გენერალური სპონსორია ქარვა.